logo_geo
FORBES: ებრაელი მეცნიერები სიმსივნეს 1 წელიწადში სრულად განკურნავენ
- +

31 იანვარი. 2019. 20:05

 

მეცნიერების მცირე ჯგუფი ისრაელიდან ამტკიცებს, რომ დაახლოებით 1 წელიწადში სიმსივნის სრულად განკურნებას შეძლებენ. იერუსალიმ პოსტმა და Forbes-მა მეცნიერებს ვრცელი სტატია მიუძღვნა. ისინი ამტკიცებენ, რომ სიმსივნის განკურნებას იაფი, ეფექტური გზით შეძლებენ და მეთოდს მინიმალური გვერდითი ეფექტები ექნება.

 

"ჩვენ გვჯერა, რომ სიმსივნის სრულად განკურნების საშუალებას 1 წლის ვადაში შემოგთავაზებთ. ეს განკურნების გზა იქნება ეფექტური პირველივე დღიდან-რამდენიმე კვირის განმავლობაში. მას მინიმალური გვერდითი ეფექტები ექნება და ბევრად იაფი ეღირება, ვიდრე სხვა მედიკამენტები“ - განაცხადა დან არიდორმა, რომელიც "Accelerated Evolution Biotechnologies"-ის ხელმძღვანელია.

 

მისი სახელი Mutato (mult-target toxin) იქნება, რომელიც მკვლევარების თქმით, სიმსივნის ანტიბიოტიკია.

 

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, სიმსივნით დაავადებულ ადამიანთა რიცხვი 18.1 მილიონამდე გაიზარდა, სიმსივნით გარდაცვლილების კი 9.6 მილიონამდე.

 

სტატისტიკის მიხედვით ყოველ მე-5 კაცს და ყოველ მე-6 ქალს სიმსივნე უვითარდება, ყოველი მე-8 კაცი და ყოველი მე-11 ქალი კი დაავადებისგან კვდება. ასევე დედამიწაზე ყოველი მე-6 გარდაცვალების მიზეზი სწორედ სიმსივნეა, მეორე ადგილს კი გულსისხლძარღვთა დაავადებები იკავებს.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი