logo_geo
მაიკ პენსი: ერთხელ და სამუდამოდ, ბოლო უნდა მოეღოს მადუროს დიქტატურას
- +

2 თებერვალი. 2019. 11:14

 

 

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის განცხადებით, ვენესუელაში ნიკოლას მადუროს რეჟიმს ბოლო უნდა მოეღოს.

 

ამის შესახებ მაიკ პენსმა ფლორიდას შტატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

„ახლა არ არის დიალოგის დრო. მოქმედების დროა. ერთხელ და სამუდამოდ, ბოლო უნდა მოეღოს მადუროს დიქტატურას“, - განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.

 

მაიკ პენსის თქმით, აშშ-ის ხელისუფლება მოვლენების განვითარების ყველა სცენარს განიხილავს და ნიკოლას მადუროს მოუწოდებს, არ გამოსცადოს აშშ-ის მტკიცე განწყობა.

 

„აშშ განაგრძობს დიპლომატიურ ზეწოლას, რათა დემოკრატიისკენ მშვიდობიანი გადასვლა მოხდეს. მაგრამ, ვისაც ეს ეხება, უნდა იცოდეს: მოვლენების განვითარების ყველა სცენარს განვიხილავთ“, - განაცხადა მაიკ პენსმა.

 

გარდა ამისა, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „ვაშინგტონი მზად არის, იმუშაოს ვენესუელას პარლამენტთან, რომელსაც ოპოზიცია აკონტროლებს, დროებით მთავრობასთან და პრეზიდენტ ხუან გუაიდოსთან“.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი