logo_geo
აზერბაიჯანში მიწისძვრებმა, შესაძლოა, ვულკანების გააქტიურებაზე გავლენა იქონიოს
- +

6 თებერვალი. 2019. 15:38

 

აზერბაიჯანში, შემახაში და ჩრდილოეთ გობუსტანში მომხდარმა ორმა მიწისძვრამ, შესაძლოა, ვულკანების გააქტიურებაზე გავლენა იქონიოს. ამის შესახებ აზერბაიჯანულ გამოცემა „ტრენდს“, ქვეყნის მეცნიერებათა აკადემიის გეოლოგიისა და გეოფიზიკის ინსტიტუტის წარმომადგენელმა, ადილ ალიევმა განუცხადა.

 

მეცნიერის თქმით, აღნიშნულ ტერიტორიებზე მდგომარეობის შემოწმების მიზნით, ექსპედიციის ორგანიზება უნდა მოხდეს.

 

ბოლო 24 საათის განმავლობაში, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე 5 მიწისძვრა მოხდა. ყველაზე ძლიერი მიწისძვრა 5-ბალიანი იყო. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა მიწისძვრის შედეგების აღმოფხვრის ბრძანება გასცა.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი