logo_geo
ტაილანდელი მილიონერი ქალიშვილის გათხოვებაში 320 ათას დოლარს იხდის
- +

6 მარტი. 2019. 14:32

 

სააგენტო Khaosod Enlgish-ის ცნობით, ტაილანდელი მილიონერი, არნონ როდტჰოგი უმცროსი ქალიშვილის გათხოვებაში 10 მილიონი ბატის (320 ათასი დოლარის) გადახდის პირობას დებს.

 

დურიანის პლანტაციების მფლობელმა აღნიშნული განცხადება სოციალური ქსელის მეშვეობით გააკეთა.

 

მისივე განმარტებით, კანდიდატები მშრომელი ადამიანები უნდა იყვნენ, არ უნდა მოიხმარდნენ ნარკოტიკებს, არ უნდა თამაშობდნენ აზარტულ თამაშებს და კარგად ერკვეოდნენ დურიანის მოყვანის ტექნოლოგიაში. გარდა ამისა, წყვილს მემკვიდრეობით ერგება დურიანის ბიზნესი, რომელიც მილიონ დოლარადაა შეფასებული.

 

ერთი დღის მანძილზე მილიონერმა ასობით განაცხადი მიიღო, ხოლო გამარჯვებულის გამოსავლენი შეჯიბრი პირველ აპრილს გაიმართება.

 

თავად მილიონერის ქალიშვილის განცხადებით, ის მშობელს ყველაფერში ეთანხმება.

 

„პრეტენზიული არ ვარ, უბრალოდ მჭირდება კაცი, რომელთან ერთადაც წვეულებებზე ვივლი და სელფის გადავიღებ,“ - განაცხადა კარნისტა როდტჰოგმა.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი