logo_geo
რუსეთში პუტინს „საფლავი“ გაუკეთეს - დაკავებულია აქტივისტი
- +

12 მარტი. 2019. 16:53

10 მარტს რუსეთში, ნაბერეჟნი ჩელნიში აქტივისტებმა საფლავის ქვა დადგეს და ზემოდან რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის ფოტო მიაკრეს. ასე გამოხატეს მათ ინტერნეტის იზოლაციის შესახებ კანონპროექტი.

 

ნაბერეჟნი ჩელნის სასამართლომ აქტივისტი კარიმ იამადაევი დააკავა. მას ვლადიმირ პუტინის „საფლავის“ დადგმაში წაუყენეს ბრალი. იამადაევი 11 მარტს დააკავეს და აქციაზე წესების დარღვევისთვის წაუყენეს ბრალდება. ის პატიმრობაში 28 დღეს გაატარებს.

 

პუტინის „საფლავის“ ფოტო რუსულ სოციალურ ქსელში მალევე გავრცელდა, მათ შორის ВКонтакте-ში, რომლიდანაც ფოტო რამდენჯერმე წაშალეს. სოცქსელის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ წაშლის მიზეზი „ბევრი საჩივარია“. 

 

რუსეთში ინტერნეტის კონტროლთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება მოქალაქეებმა 10 მარტს გააპროტესტეს, სამართალდამცველებმა კი აქციის მიმდინარეობისას 13 დემონსტრანტი დააკავეს.

 

რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატებმა სენატორ ანდრეი კლიშასის კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღეს. კანონპროექტი ინტერნეტში რუსული სეგმენტის იზოლაციას ეხებოდა. ჯერ უცნობია ზუსტი თარიღი, თუ როდის გაითიშება რუსეთი გლობალური ინტერნეტქსელიდან დროებით, თუმცა წინასწარი ინფორმაციით, ეს პირველ აპრილამდე მოხდება.

 

 

 

 

big_banner
არქივი