logo_geo
„რომეო და ჯულიეტას“ ინდური ინტერპრეტაცია - გველით დახოცილები
- +

13 მარტი. 2019. 16:45

 

ინდოელმა წყვილმა შექსპირის პიესის გმირების მიბაძვა გადაწყვიტა, რისთვისაც მათ გველის შხამი გამოიყენეს.

 

ადგილობრივი პრესის ცნობით, წყვილის სახლში გველი შეიპარა და მამაკაცს უკბინა. მან რატომღაც გადაწყვიტა, რომ არ მიემართა სამედიცნო დაწესებულებისთვის და ცოლს განუცხადა, რომ არ სურს მარტო სიკვდილი და „იმქვეყნად ერთად წავიდეთო“.

 

ქალი დათანხმდა. ქმარმა მას მაჯაზე უკბინა, რომ შხამით ორივე მომკვდარიყვნენ. უგონოდ მყოფი წყვილი მეზობლებმა იპოვეს და სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

 

სამწუხაროდ, ქმარი ვერ გადაარჩინეს, ცოლს კი დროულად უშველეს და ცოცხალია.

 

წყარო - Newsweek

 

big_banner
არქივი