logo_geo
პეტრო პოროშენკო: საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ყველაფერს გავაკეთებ, ყირიმი უკრაინის შემადგენლობაში დავაბრუნო
- +

18 მარტი. 2019. 11:24

 

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ყველაფერს გააკეთებს, რათა ყირიმი უკრაინის შემადგენლობაში დააბრუნოს.

 

„ყირიმი უკრაინას დაუბრუნდება. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რაც შესაძლებელია, რათა ეს რაც შეიძლება მალე მოხდეს, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ. ჩვენ გავათავისუფლებთ ყირიმს“, - განაცხადა პეტრე პოროშენკომ.

 

პოროშენკოს თქმით, „უკრაინა ყირიმთან დაკავშირებით არასდროს წავა ვაჭრობაზე“.

 

უკრაინაში მორიგი საპრეზიდენტო არჩევნები 31 მარტს გაიმართება. ბოლო გამოკითხვების თანახმად, რეიტინგში 20%-იანი მხარდაჭერით ლიდერობს ვლადიმირ ზელენსკი, მეორე ადგილზე პეტრო პოროშენკოა, ხოლო მესამეზე კი - იულია ტიმოშენკო.

 

 

 

 

big_banner
არქივი