logo_geo
პენტაგონმა მექსიკასთან საზღვარზე კედლის მშენებლობისთვის 1 მლრდ დოლარი გამოყო
- +

26 მარტი. 2019. 10:57

 

პენტაგონმა 1 მილიარდი აშშ დოლარი გამოყო მექსიკასთან საზღვარზე 91 კილომეტრის სიგრძის კედლის მშენებლობისთვის. ამის შესახებ ინფორმაციას უწყების სპეცსამსახური ავრცელებს.

 

„თავდაცვის მდივნის მოვალეობის შემსრულებელმა პატრიკ შანაჰანმა ნება დართო აშშ-ს არმიის საინჟინრო ჯარების სარდალს 1 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის პროგრამის დაგეგმარება და განხორციელება დაიწყოს. აღნიშნული თანხა გამოყენებული იქნება იუმასა და ელ-პასოში საზღვარზე 91 კილომეტრის სიგრძის ბარიერის ასაშენებლად“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

შეგახსენებთ, რომ 15 თებერვალს აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას მექსიკასთან საზღვარზე საგანგებო მდგომარეობის შემოღების შესახებ. აღნიშნული ნაბიჯი პრეზიდენტს საშუალებას აძლევს მექსიკასთან საზღვარზე კედლის მშენებლობისთვის საჭირო თანხები კონგრესის გვერდის ავლით მოიძიოს.

 

 

 

 

big_banner
არქივი