logo_geo
გენუაში მორანდის ხიდი ააფეთქეს
- +

28 ივნისი. 2019. 13:02

 

იტალიის ქალაქ გენუაში მორანდის ხიდი ააფეთქეს, რის გამოც, ახლომდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები ათასობით მოსახლის ევაკუაცია განხორციელდა.

 

ექსპერტებმა ერთ წლის წინ ჩამონგრეული ხიდის ბეტონის და ფოლადის ნარჩენები ააფეთქეს, რომელთა საერთო მასა საშუალოდ 4 500 ტონას შეადგენდა.

 

აფეთქების შემდეგ ქალაქში მტვრის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით მიმდებარე ტერიტორიაზე წყლის ჭავლებია მობილიზებული.

 

გენუაში მორანდის ხიდის ნაწილი გასული წლის 14 აგვისტოს ჩამოინგრა. ტრაგედია პიკის საათში იმ დროს მოხდა, როდესაც ხიდზე ბევრი ავტომობილი იმყოფებოდა. ნგრევის შედეგად, 43 ადამიანი დაიღუპა.

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი