logo_geo
მოსკოვში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 89 ადამიანი დააკავეს
- +

3 აგვისტო. 2019. 16:40

 

 

რუსეთის დედაქალაქში, მოსკოვში ოპოზიციის მხარდამჭერი მსვლელობა მიმდინარეობს, რომელზეც ხალხი მოსკოვის საქალაქო სათათბიროში დეპუტატობის ოპოზიციონერი კანდიდატებისთვის რეგისტრაციაზე უარის თქმას აპროტესტებს. ამ მომენტისთვის პოლიციამ უკვე დააკავა 89 ადამიანი. სამართალდამცავებმა ასევე დაიწყეს პუშკინის მოედნის გათავისუფლება აქციის მონაწილეებისგან.

 

ცოტა ხნის წინ საკუთარი საარჩევნო შტაბიდან გამოსვლისთანავე დააკავეს კორუფციასთან ბრძოლის ფონდის (ალექსეი ნავალნის დაარსებული ორგანიზაცია) იურისტი ლიუბოვ სობოლი.

 

ოპოზიციის სხვა დაურეგისტრირებელი კანდიდატების უმრავლესობა ჯერ კიდევ წინა შაბათის აქციის დროს დააკავეს და ისინი ადმინისტრაციულ პატიმრობაში იმყოფებიან.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი