logo_geo
საქართველოს საელჩო, ახალ ზელანდიაში ვულკანის ამოფრქვევის გამო, ქვეყანაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს
- +

9 დეკემბერი. 2019. 12:33

 

საქართველოს საელჩო ავსტრალიის თანამეგობრობაში, ახალ ზელანდიაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს.

 

როგორც საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, დღეს კუნძულ ვაკაარიზე (თეთრი კუნძული) მომხდარი ვულკანური ამოფრქვევის შედეგად, კრიზისების მართვის ეროვნული სამსახურის მიერ გამოცხადებულია შესაბამისი გაფრთხილებები.

 

ვულკანური ამოფრქვევის შედეგად წარმოქმნილი მასიური ფერფლი, შესაძლებელია, იგრძნობოდეს ახალი ზელანდიის ჩრდილოეთ კუნძულის ზოგიერთ ნაწილში. ასეთ ვითარებაში, ახალი ზელანდიის ჯანდაცვის უწყებები მოსახლეობას შენობებში დარჩენას ურჩევენ.

 

გაფრთხილებებთან დაკავშირებით განახლებული ინფორმაციის ხილვა შესაძლებელია:

 

https://westcoastemergency.govt.nz/

 

https://www.journeys.nzta.govt.nz/traffic

 

„საქართველოს საელჩოში მოქმედებს შესაბამისი ცხელი ხაზი: +61 416 861 219.

 

გთხოვთ, თვალყური ადევნოთ ადგილობრივ საინფორმაციო გამოშვებებს და კომპეტენტური უწყებების რჩევებს“, - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

 

დადასტურებული ცნობებით, ახალ ზელანდიაში, ვულკანის ამოფრქვევის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა, თუმცა ადგილობრივი მედიის ცნობით, დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა მოგვიანებით გახდება ცნობილი.

 

ეროვნული ოპერაციების შტაბის კომისრის მოადგილის ინფორმაციით, ამ დროისთვის პოლიციისა და სამაშველო ჯგუფების კუნძულზე შეყვანა ვერ ხერხდება.

 

„ამ ეტაპზე, ძალიან სახიფათოა პოლიციისა და მაშველთათვის კუნძულზე ყოფნა. ის მთლიანად ვულკანური წარმონაქმნებით არის დაფარული. ჩვენი მონაცემებით, ერთი ადამიანია დაღუპული, თუმცა სავარაუდოდ, გარდაცვლილთა რიცხვი გაიზრდება“,-განაცხადა ჯონ თიმსმა.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი