logo_geo
უკრაინულ მხარესა და თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებს შორის ტყვეთა გაცვლა დაიწყო
- +

29 დეკემბერი. 2019. 13:45

 

ლუგანსკისა და დონეცკის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებსა და უკრაინულ მხარეს შორის ტყვეთა გაცვლის პროცედურა დაიწყო, რომელიც გორლოვკასთან მიმდინარეობს.

 

ამ დროისთვის ტყვეთა ზუსტი რაოდენობა უცნობია. წინასწარი მონაცემებით, რომელსაც რუსული მედია ავრცელებს, უკრაინული მხარე დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის წარმომადგენლებს 87 მებრძოლს გადასცემს, დონეცკის მხარე კი უკრაინას 53 სამხედროს დაუბრუნებს.

 

ტერიტორია, სადაც ტყვეთა გაცვლა უნდა განხორციელდეს, ჟურნალისტებისთვის დახურულია.

 

არსებული ინფორმაციით, 2017 წლის შემდეგ, ეს ტყვეთა გაცვლის ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი