logo_geo
კობი ბრაიანტის ვერტმფრენი ტექნიკურ დათვალიერებას წარმატებით გადიოდა - ავიაკატასტროფის დეტალები
- +

28 იანვარი. 2020. 11:26

 

კობი ბრაიანტი 41 წლის ასაკში, ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად, დაიღუპა. ლეგენდარულ კალათბურთელთან ერთად ვერტმფრენში მისი 13 წლის ქალიშვილი ჯიანა და კიდევ 7 ადამიანი იმყოფებოდა. შემთხვევა კვირას დილით, ლოს-ანჯელესის მახლობლად, კალაბასასში მოხდა.

 

 

 

 

 

აღნიშნული ვერტმფრენი ბრაიანტს ეკუთვნოდა - საფრენი აპარატის მოდელი Sikorsky S-76B  იყო,  სერიული ნომრით N72EX, რომელიც საავიაციო სამყაროში სანდოობითა და კომფორტით არის ცნობილი. კობის ყოფილი პილოტის თქმით, ვერტმფრენი იდეალურ კონდიციაში იყო და ტექნიკურ დათვალიერებას წარმატებით გადიოდა.

 

 

 

 

 

აღნიშნული ვერტმფრენი კობის ფავორიტი გადაადგილების საშუალება იყო და კომფორტის გამო, ლიმუზინს უწოდებდა. აღსანიშნავია, რომ ამავე მოდელით, სხვადასხვა დროს დედოფალი ელიზაბეთ მეორეც დაფრინავდა.

 

1991 წელს გამოშვებული  Sikorsky S-76B ჯონ ვეინის სახელობის აეროპორტიდან 9:06 საათზე აფრინდა და 40-წუთიანი ფრენის შემდეგ, ლოს ანჯელესიდან 50 კილომეტრში ჩამოვარდა. კატასტროფის მიზეზი ნისლი და ქარი გახდა. ვერტმფრენში 350 ლიტრი საწვავი ესხა, რაც საკმარისი აღმოჩნდა ასაფეთქებლად.

 

 

წყარო: sport.adjara.com

 

 

 

 

big_banner
არქივი