logo_geo
დაპირისპირების შემდეგ, ქვეყნიდან გაქცეული ასობით ყაზახი სამშობლოში ბრუნდება
- +

10 თებერვალი. 2020. 15:15

 

 

 

ათასზე მეტმა ყაზახმა მეზობელი ყირგიზეთის საზღვარი უკვე გადალახა და ხანმოკლე დევნილობის შემდეგ უკან, სამშობლოში დაბრუნდა. ისინი 9 თებერვალს, იძულებული გახდნენ, დაეტოვებინათ საცხოვრებელი სახლები ჟამბილის რეგიონში, სადაც ყაზახებსა და ჩინური წარმომავლობის მუსლიმ დუნგანებს შორის ეთნიკური დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირების დროს, დაახლოებით 10 კაცი დაიღუპა.

 

ძალადობის შედეგად, მეზობელი ყირგიზეთის საავადმყოფოში 34 ყაზახი მოხვდა, მათგან 12 კვლავ საავადმყოფოში რჩება. დაპირისპირების დროს, ცეცხლსასროლი იარღით 3 ოფიციალური პირი დაიჭრა, რომლებსაც ყაზახეთში მკურნალობენ.

 

ჟამბულის რეგიონში ხუთი სოფლის მცხოვრებლებს შორის დაპირისპირება 7 თებერვალს დაიწყო, რაც ჩვეულებრივი ჩხუბიდან ძალადობაში გადაიზარდა. დაპირისპირებას თან ახლდა ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება, მანქანებისა და სახლების გადაწვა. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

 

ყაზახეთის ხელისუფლება მოსახლეობას ზარალის ანაზღაურებას დაჰპირდა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი