logo_geo
მსოფლიო ბანკი: ჭარბწონიანი ადამიანები მსოფლიო ეკონომიკაზე ნეგატიურ გავლენას ახდენენ
- +

12 თებერვალი. 2020. 11:17

 

 

„ჭარბწონიანი ადამიანების რაოდენობის ზრდა უარყოფით გავლენას ახდენს მსოფლიო ეკონომიკაზე“, - ამ თემაზე აქვეყნებს კვლევის ვრცელ ანგარიშს „World Bank Group“ ავრცელებს.

 

მსოფლიო ბანკის კვლევის მიხედვით, ჭარბი წონა უარყოფით გავლენას ახდენს ეკონომიკაზე, რადგან ჭარბი წონის გამო, ადამიანების შრომისუნარიანობა მცირდება.

 

ასევე, ჭარბი წონით გამოწვეული დაავადებების გამო იზრდება ჯანდაცვის და სოციალური ხარჯები.

სპეციალისტები ხელისუფლებას ჭარბი წონის შედეგად გამოწვეული დაავადებების მკურნალობის ხარჯების გაზრდისკენ მოუწოდებენ.

 

კვლევის მიხედვით,  მსოფლიოს ხანდაზმული მოსახლეობის 44%-ს (დაახლოებით 2 მილიარდი ადამიანი) ჭარბი წონა აწუხებს. მაჩვენებელი 1975 წლის შემდეგ გასამმაგდა. ჭარბწონიანი ადამიანების უმეტესობა (70%) საშუალო შემოსავლის ქვეყნებში ცხოვრობენ. ღარიბ ქვეყნებში ჭარბწონიანი ადამიანების რაოდენობა მხოლოდ 6%-ია. ჭარბი წონისგან გამოწვეული დაავადებებით მსოფლიოში ყოველწლიურად 4 მილიონი ადამიანი კვდება.

 

სპეციალისტები მოუწოდებენ ხელისუფლებას დაარეგულიროს მოსახლეობის კვების საკითხი, ასევე ურჩევენ გაზარდონ იმ პროდუქტების დაბეგვრა, რომელშიც შაქრის შემცველობა მაღალია, სკოლებში კი ბავშვებს ჩაუტარონ ლექციების კურსი ჯანსაღი კვების უპირატესობაზე. 

 

WBG აცხადებს, რომ უახლოეს 15 წელიწადში ჭარბწონიანი ადამიანების რიცხვის ზრდის გამო განვითარებად ქვეყნებში ხარჯები 7 ტრილიონით დოლარით გაიზრდება. 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი