logo_geo
„ნიუ იორკ თაიმსის“ პირველ ფურცელზე 500 000 წერტილი დაბეჭდეს, რაც სიმბოლურად კორონავირუსით გარდაცვლილ 500 000 მოქალაქეს აღნიშნავს
- +

22 თებერვალი. 2021. 14:51

 

 

„ნიუ იორკ თაიმსის“ პირველ ფურცელზე 500 000 წერტილი დაბეჭდეს, რაც სიმბოლურად კორონავირუსით გარდაცვლილ 500 000 მოქალაქეს აღნიშნავს.

 

„ამერიკაში „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა რიცხვი ნახევარ მილიონს უახლოვდება. გრაფიკაზე მოცემულია სიკვდილიანობის მარჩვენებლის ზრდა 2020 წლის აპრილსა და 2021 წლის ზამთარში. წელს იანვარ-თებერვალში სიკვდილიანობის მაჩვენებელმა მაქსიმალურ ნიშნულს მიაღწია“ , – წერს გავლენიანი ამერიკული გამოცემა.

 

გაზეთის რედაქციაში ამბობენ, რომ ამ გზით მათ აშშ-ის მოქალაქეებს შეახსენეს, რომ პანდემია ჯერ კიდევ გრძელდება.

 

 

big_banner
არქივი