შეიარაღებულმა პირებმა ნიგერიის სკოლიდან მოსწავლეები გაიტაცეს. ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, თავდასხმა ზამფარას შტატში მდებარე ერთ-ერთ სკოლაზე შუაღამით განხორციელდა, რის შედეგადაც 317 მოსწავლე დაკარგულად მიიჩნევა.
სკოლის მოსწავლეების გატაცებას ადასტურებს გაერო-ს ბავშვთა ფონდიც. გატაცებული სკოლის მოსწავლეების სამძებრო ოპერაციაში პოლიციასთან ერთად სამხედროებიც იღებენ მონაწილეობას.
ბოლო ათი დღის განმავლობაში ნიგერიაში სკოლაზე თავდასხმა უკვე მეორედ მოხდა.