logo_geo
ტანზანიას პირველი ქალი პრეზიდენტი ჰყავს
- +

19 მარტი. 2021. 13:55

 

ტანზანიის პრეზიდენტი სამია სულუჰუ ჰასანი გახდა. ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია დღეს ქალაქ დარ-ეს-სალამში გაიმართა.

 

აღსანიშნავია, რომ სამია სულუჰუ ჰასანი აღმოსავლეთ აფრიკაში მდებარე ქვეყნის, ტანზანიის პირველი ქალი პრეზიდენტია.

 

შეგახსენებთ, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტანზანიის პრეზიდენტი ჯონ პომბე მაგუფული 61 წლის ასაკში გულის დაავადებისგან გამოწვეული გართულებებით გარდაიცვალა. მედიის ინფორმაციით, ვრცელდება მითქმა-მოთქმა იმის შესახებ, რომ ტანზანიის პრეზიდენტი კორონავირუსით იყო ინფიცირებული.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი