იტალიის პოლიციამ ვაქცინაციის ცენტრში ხანძრის გაჩენისთვის ორი ადამიანი დააკავა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.
52 წლის პაოლო პლუდას და 51 წლის ნიკოლა ძანარდელის ტერორისტული აქტის ჩადენა ედება ბრალად. გამოძიების ინფორმაციით, მათ ქალაქ ბრეშიაში მდებარე ერთ-ერთ ვაქცინაციის ცენტრს „მოლოტოვის კოქტეილები“ დაუშინეს.
გამოცემის ცნობით, ვაქცინები, რომლებიც სამაცივრე მოწყობილობაში ინახებოდა, გადარჩა, ვინაიდან ხანძარი ისეთი ძლიერი არ ყოფილა, რომ დანადგარის ელექტროუზრუნველყოფისთვის საფრთხე შეექმნა.