„დასავლეთ ინდოეთში, ქალაქ პუნაში, ქიმიურ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა. შედეგად, სულ მცირე, 18 ადამიანი დაიღუპა“, - ამის შესახებ BBC წერს.
ცეცხლი ადგილობრივი დროით 15:45 საათზე გაჩნდა, რა დროსაც ქარხანაში 37 მუშა იმყოფებოდა. ადგილზე მისულ სამაშველო ჯგუფს, ადამიანების გარეთ გამოსაყვანად, შენობის კედლების ნგრევა მოუწია.
ჯერ უცნობია, რა გახდა ხანძრის გაჩენის მიზეზი. ქარხანა კომპანია „SV Aqua Technologies“-ს ეკუთვნის. ეს კომპანია ქლორის დიოქსიდის პროდუქტებს ამზადებს, რომელიც წყლის დასამუშავებლად გამოიყენება.