logo_geo
დენი მოდერი: მინდა, ყოველდღე ამ ლამაზი გოგოს გვერდით ვიდგე
- +

14 ივლისი. 2021. 13:26

 

 

21-წლიანი თავბრუდამხვევი სიყვარულის ისტორია, 19-წლიანი ქორწინება და სამი შვილი – ასეთია ჯულია რობერტსისა და დენი მოდერის პირადი სივრცე,  რომლის შესახებაც წყვილი ძალიან ცოტას საუბრობს. არაერთი რთული პერიოდის, ჭორების, მითქმა-მოთქმისა და სკანდალის მიუხედავად, ჯულიასა და დენის დღემდე სიგიჟემდე უყვართ ერთმანეთი.

 

 

 

„და ეს მხოლოდ დასაწყისია“,- ასე მიულოცა 53 წლის ოსკაროსანმა მსახიობმა, ჯულია რობერტსმა დენიელ მოდერს ქორწინების 19 წლის იუბილე.

 

მეუღლის მილოცვას მოდერი ამ სიტყვებით გამოეხმაურა: „ჩვენ დღეს ვიწყებთ ურთიერთობის შესანიშნავ მე-20 წელს, მინდა, ყოველდღე ამ ლამაზი გოგოს გვერდით ვიდგე.“

 

წყვილმა ერთმანეთი 2000 წელს ფილმის „The Mexican“-ის გადაღებების დროს გაიცნო. ფილმში ჯულია ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებდა, დენი კი ოპერატორის თანაშემწე იყო. აღსანიშნავია, რომ ჯულიასა და მოდერის სიყვარულის ისტორია სკანდალით დაიწყო. იმ პერიოდში ჯულია ურთიერთობაში იყო ბენჟამინ ბრატთან, დენი კი ვერა სტეიმბერგზე იყო დაქორწინებული.

 

ჯულიას ალქაჯსა და ოჯახის დამანგრეველს უწოდებდნენ. მოდერის ახლობლები ფიქრობდნენ, რომ მათი შვილის ბედნიერი ოჯახური ცხოვრება ქარაფშუტა „ლამაზმანმა“ დაანგრია, რომელიც მისით გაერთობოდა და შემდეგ მიატოვებდა. თუმცა, ამ ყველაფერმა ჯულიასა და დენის სიყვარულს ხელი ვერ შეუშალა და წყვილი 2002 წლის 4 ივლისს დაქორწინდა.

 

ქორწილში ჯულიას 3 000 გირვანქად შეფასებული ბეჭედი და ულამაზესი ვარდისფერი კაბა ამშვენებდა.

 

2004 წლის 28 ნოემბერს ისინი ტყუპის მშობლები გახდნენ – ბიჭს ფინეასი, გოგონას კი ჰეიზელი დაარქვეს. მაშინ მსახიობმა აღიარა, რომ შვილებმა მას ცხოვრების აზრი მისცეს. მესამე ბავშვი ქვეყნიერებას 2007 წლის ივნისში მოევლინა, ბიჭს ჰენრი დაარქვეს.

 

„საუკეთესო რამ, რაც შეგიძლიათ გააკეთოთ თქვენი შვილებისთვის, ის არის, რომ გიყვარდეთ ერთმანეთი, მათი თანდასწრებით“, – გაამხილა ერთხელ ჯულია რობერსტმა ოჯახურის ბედნიერების საიდუმლო.

 

აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში ჯულია გადაღებებზე ძალიან იშვიათად თანხმდება. ის ოჯახთან ერთად ყოფნას ამჯობინებს.

 

 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი