logo_geo
გრენლანდიის მთავრობა ნავთობის მოპოვებაზე უარს ამბობს
- +

17 ივლისი. 2021. 19:52

 

გრენლანდიის ხელისუფლებამ ნავთობის ჭაბურღილებზე საძიებო სამუშაოები შეაჩერა. მთავრობა აცხადებს რომ გლობალური დათბობა პრიორიტეტია და ამიტომ ნავთობის მოპოვებაზე უარს ამბობს. ამის შესახებ Associated Press წერს.

 

გრენლანდიის წყლებში ნავთობის მოპოვების შეჩერების შესახებ ხელისუფლებამ გადაწვეტილება 24 ივნისს მიიღო, თუმცა ინფორმაცია 15 ივლისს გაასაჯაროვა.

 

აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით ქვეყანაში ნავთობის არსებული მარაგი დაახლოებით 17,5 მილიარდი ბარელია, ხოლო ბუნებრივი აირის მარაგი ოთხ ტრილიონ კუბურ მეტრს შეადგენს.

 

big_banner
არქივი