logo_geo
თალიბებმა ქალაქი ყანდაარი დაიკავეს
- +

13 აგვისტო. 2021. 10:54

 

 

ავღანეთის ხელისუფლება ადასტურებს, რომ რადიკალურმა მოძრაობა „თალიბანმას“ ქალაქი ყანდაარი დაიკავა. ინფორმაციას Associated Press ავრცელებს.

 

ყანდაარი თალიბების მიერ დაკავებული მე-12 დიდი ქალაქია.

 

„მოძრაობამ ორი უმსხვილესი ავღანური ქალაქი, ქაბულის შემდეგ სიდიდით მეორე და მესამე, ყანდაარი და ჰერათი დაიკავა“, - აღნიშნავენ ხელისუფლებაში.

 

ამასთან, ქალაქ ღაზნის აღება წყვეტს გადამწყვეტ გზატკეცილს, რომელიც ავღანეთის დედაქალაქ ქაბულს ქვეყნის სამხრეთ პროვინციებთან აკავშირებს.

 

ავღანეთში ვითარების ცვლილების ფონზე აშშ ქვეყანაში 3 ათას ამერიკელ სამხედროს გზავნის, რომლებიც დიპლომატიურ მისიებს ევაკუაციაში დაეხმარება. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის, ნედ პრაისის თქმით, ქაბულის აეროპორტი ჯერჯერობით ღიაა, ამიტომ ამერიკელებს ევაკუაციისთვის მისი გამოყენება შეუძლიათ.

 

 

big_banner
არქივი