logo_geo
რეჯებ თაიფ ერდოღანმა ქვეყნის სამი პროვინცია სტიქიური უბედურების ზონად გამოაცხადა
- +

13 აგვისტო. 2021. 16:16

 

 

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ თაიფ ერდოღანმა ქვეყნის ჩრდილოეთით სამი პროვინცია სტიქიური უბედურების ზონად გამოაცხადა, რომლებიც წყალდიდობის შედეგად დაზარალდნენ.

 

„ჩვენ სამ პროვინციას - სინოპს, კასტამონსა და ბართინს სტიქიური უბედურების ზონებად ვაცხადებთ. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოვიყვანოთ ყველაფერი წესრიგში. მიმდინარეობს მუშაობა ზარალის დასადგენად“, - განაცხადა ერდოღანმა, რომელიც სტიქიისგან ყველაზე მეტად დაზარალებულ ქალაქ ბოზქურთში იმყოფება.

 

თურქეთის ლიდერის თქმით, დაზარალებული რაიონებიდან მოსახლეობის ევაკუაცია 95 %-ით განხორციელდა.

 

მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, სტიქიური უბედურების ზონაში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება. ევაკუირებულია 1700-ზე მეტი ადამიანი.

 

300-მდე დასახლებული პუნქტი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. დანგრეულია ხიდები და გზები, რაც ტრანსპორტის გადაადგილების პრობლემებს იწვევს.

 

 

big_banner
არქივი