ჩინეთმა „სინოფარმის“ ვაქცინის 3-17 წლის ბავშვებში გამოყენება დაუშვა. ამის შესახებ ინფორმაცია ვაქცინის მწარმოებელი კომპანიის ვებგვერდზე გავრცელდა.
მათივე განცხადებით, არასრულწლოვნებს მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში აცრიან. ბავშვების ვაქცინაციის დროს პრეპარატის ეფექტურობა კი 96,1%-ს შეადგენს.
„ვაქცინა სრულიად უსაფრთხოა, შესაძლოა იყოს მცირე რეაქცია, მაგრამ გართულებები არ დაფიქსირებულა“, - აცხადებენ კომპანიაში.
მანამდე ჩინეთის ხელისუფლებამ ამ ასაკობრივი კატეგორიისთვის „სინოვაკის“ ვაქცინის გამოყენების ნებართვა გასცა.