ირლანდია ევროკავშირის პირველი სახელმწიფო გახდა, სადაც ზრდასრული მოსახლეობის 90% ვაქცინირებულია. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Guardian-ი ავრცელებს.
„ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრის მონაცემებით, ირლანდიას ახლა ევროკავშირში ვაქცინაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს. ეს საზოგადოების მხრიდან უზარმაზარი ძალისხმევის შედეგია“, - აღნიშნა ირლანდიის პრემიერ-მინისტრმა, მიხოლ მარტინმა.