გერმანიის ონლაინ-მაღაზიამ გასაყიდად გამოიტანა ოქროს მონეტები, რომელზეც გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელია გამოსახული.
ოქროს მონეტა გერმანიის კანცლერის 16-წლიან საქმიანობას მიეძღვნა.
მონეტაზე მითითებულია წლები (2005-2021), როცა ანგელა მერკელს გერმანიის კანცლერის თანამდებობა ეკავა. ოქროს მონეტა 0,3 გრამია, ხოლო ღირებულება 49 ევროს შეადგენს.