logo_geo
აზერბაიჯანში Covid 19-ით ინფიცირების 1 029 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
- +

26 სექტემბერი. 2021. 19:18

 

 

აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 1 029 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რითაც ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 480 843-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის მთავრობასთან არსებული ოპერატიული შტაბი ავრცელებს.

 

გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაცვალების 24 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. COVID-19-ის შედეგად სულ გარდაიცვალა 6 457 ადამიანი.

 

გამოჯანმრთელდა 451 727 პაციენტი, ხოლო 22 659 პირი ამ დრომდე მკურნალობს. ქვეყანაში COVID-19-ზე ჯამში 4 823 654 ტესტი ჩატარდა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი