logo_geo
აშშ-ში, სასამართლომ 6 იანვარს კაპიტოლიუმზე შტურმში მონაწილე პირს პოლიციის ოფიცერზე თავდასხმისთვის 3 წელზე მეტი ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
- +

15 ნოემბერი. 2021. 03:00

 

 

აშშ-ში, სასამართლომ 6 იანვარს კაპიტოლიუმზე შტურმში მონაწილე პირს პოლიციის ოფიცერზე თავდასხმისთვის 3 წელზე მეტი ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

 

მსჯავრდებული 44 წლის სკოტ ფერლამბია, რომელმაც 6 იანვარს აშშ-ის კაპიტოლიუმზე თავდასხმის დროს პოლიციის ოფიცერს მუშტი დაარტყა. იგი პირველი ადამიანია, რომელსაც კაპიტოლიუმზე შტურმის დროს სამართალდამცველზე თავდასხმისთვის თავისუფლების აღკვეთა (41-თვიანი პატიმრობა) მიუსაჯეს.

 

სკოტ ფერლამბმა ბრალი აღიარა. აშშ-ის საოლქო მოსამართლემ, როის ლამბერტმა განაცხადა, რომ მსჯავრდებულის ქმედებებმა დარტყმა მიაყენა ამერიკის დემოკრატიას. სკოტ ფერლამბმა ბოდიში მოიხადა და სინანული გამოხატა თავისი ქმედებების გამო.

 

6 იანვარს ვაშინგტონში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ, სადაც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს ამტკიცებდნენ. დემონსტრანტები ჯო ბაიდენის გამარჯვებას აპროტესტებდნენ. შენობიდან კონგრესმენთა ევაკუაცია განხორციელდა. არეულობის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა. ვითარების გაკონტროლებას რამდენიმე საათი დასჭირდა, რის შემდეგაც, კონგრესმა მუშაობა განაახლა და ჯო ბაიდენის პრეზიდენტის პოსტზე არჩევა დაამტკიცა. აშშ-ის კაპიტოლიუმში შეჭრის საქმეზე ფედერალურმა პროკურორებმა ბრალი 650-ზე მეტ ადამიანს წაუყენეს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი