logo_geo
უკრაინაში, კოვიდით გარდაცვლილთა სულების მოსახსენიებლად, საავადმყოფოში ანთებულმა სანთელმა ხანძარი და 3 ადამიანის დაღუპვა გამოიწვია
- +

30 დეკემბერი. 2021. 12:07

 

დასავლეთ უკრაინაში, ქალაქ კოსოვში მდებარე საავადმყოფოში ხანძარი გაჩნდა. დაიღუპა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მყოფი 3 ადამიანი, 4-მა კი მძიმე დამწვრობები მიიღო, - ამის შესახებ BBC წერს.

 

ოფიციალური ინფორმაციით, სამედიცინო დაწესებულების თანამშრომელმა, კორონავირუსით გარდაცვლილთა სულების მოსახსენიებლად, სანთელი ჟანგბადის კონცენტრატორთან ახლოს დაანთო, რასაც მოკლე დროში მოჰყვა ძლიერი ცეცხლი.

 

„ფიზიკის ელემენტარული კანონებისა და უსაფრთხოების წესების უგულებელყოფამ გამოუსწორებელი ზიანი გამოიწვია“, - აღნიშნულია სასწრაფო დახმარების ადგილობრივი სამსახურის განცხადებაში.

 

დაღუპულთაგან 2 ქალი და 1 კაცია, დაშავებულთაგან კი, 3 ექიმია.

 

 

big_banner
არქივი