კომპანია Microsoft-ის დამფუძნებელს და მსოფლიოს ერთ-ერთ უმდიდრეს ადამიანს ბილ გეითსს კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ wistv.com იუწყება.
ინფორმაციას ტვიტერში თავად გეითსი ავრცელებს. მისი თქმით, თავს კარგად გრძნობს.
„COVID-19-ის ტესტი დადებითი აღმოჩნდა. მე მცირე სიმპტომები მაქვს და სპეციალისტების რჩევით, გამოჯანმრთელებამდე იზოლაციაში ვიქნები“, - წერს გეითსი.
მან ასევე დაწერა, რომ სრულად ვაქცინირებული იყო და ბუსტერ-დოზაც ჰქონდა გაკეთებული. მილიარდერმა, ასევე, განაცხადა, რომ მის მიერ შექმნილი გეითსის ფონდი პარტნიორებთან მუშაობას განაგრძობს, რათა მომავალ შესაძლო პანდემიას მსოფლიო უფრო მომზადებული შეხვდეს.