logo_geo
დმიტრი პესკოვის თქმით, ვლადიმირ პუტინი რუსეთში საომარი მდგომარეობის გამოცხადებას არ გეგმავს
- +

11 მაისი. 2022. 16:06

 

 

„უკრაინაში მიმდინარე „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ფონზე რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ქვეყანაში საომარი მდგომარეობის გამოცხადებას არ გეგმავს“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პუტინის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა განუცხადა.

 

პესკოვი გამოეხმაურა აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორის, ევრილ ჰეინსის განცხადებას, რომელმაც ივარაუდა, რომ პუტინმა შესაძლოა რუსეთში საომარი მდგომარეობა გამოაცხადოს - „არა, ამას არ ვგეგმავთ“, - განაცხადა პესკოვმა.

 

 

big_banner
არქივი