logo_geo
ბარსელონასთან სარკინიგზო ავარიას მსხვერპლი მოჰყვა
- +

17 მაისი. 2022. 10:10

 

 

ესპანეთში სარკინიგზო ავარია მსხვერპლით დასრულდა. ბარსელონასთან ერთმანეთს ორი მატარებელი შეეჯახა. შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა ათობით ადამიანი. ინფორმაციას სააგენტო Reuters კატალონიის რეგიონულ ხელისუფლებაზე დაყრდნობით წერს.

 

გარდაცვლილი ერთ-ერთი მატარებლის მემანქანეა. საგანგებო სამსახურების ცნობით, სულ 85 ადამიანი დაშავდა, მათგან რვა ჰოსპიტალიზებულია.

 

ინციდენტი სანტ ბოი დე ლობრეგატის სადგურზე, ბარსელონადან დაახლოებით 14 კმ-ში მოხდა, სადაც სატვირთო მატარებელი ლიანდაგებიდან გადავიდა და სამგზავრო მატარებელს შეეჯახა.

 

 

big_banner
არქივი