logo_geo
რობერტა მეცოლა: ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რაზეც კოლეგებთან ვისაუბრებ, კანდიდატის სტატუსის მინიჭებაა უკრაინისთვის, ასევე საქართველოსა და მოლდოვასთვის, ევროპარლამენტი ყველაფერს გააკეთებს ინსტიტუციური ძალაუფლების ფარგლებში
- +

30 მაისი. 2022. 20:15

 

 

„ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რაზეც კოლეგებთან ვისაუბრებ, კანდიდატის სტატუსის მინიჭებაა უკრაინისთვის, ასევე საქართველოსა და მოლდოვასთვის“, - ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ განაცხადა.

 

მისი თქმით, ევროპარლამენტი გააკეთებს ყველაფერს ინსტიტუციური ძალაუფლების ფარგლებში.

 

„ევროკავშირის მომავალ სამიტზე განხილული იქნება უკრაინისთვის კანდიტატის სტატუსის მინიჭება. ჩვენ ველოდებით კომისიის პოზიტიურ დასკვნას. ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რაზეც კოლეგებთან ვისაუბრებ, კანდიდატის სტატუსის მინიჭებაა უკრაინისთვის, ასევე საქართველოსა და მოლდოვასთვის. ეს საკითხი ჩვენს პრიორიტეტად რჩება. სხვა შემთხვევაში რა სიგნალს ვუგზავნით მათ და რა გზავნილი გვექნება ამ ქვეყნების ხალხისთვის. ველოდებით ევროკომიის მოსაზრებებს. უკრაინამ სინათლის სიჩქარით უპასუხა კითხვარს, ამავე სიჩქარით ველოდებით ევროკავშირის ნაბიჯებსაც. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ევროპარლამენტი ყველაფერს გააკეთებს ინსტიტუციური ძალაუფლების ფარგლებში. მე მაქვს სრული მანდატი ეს განვაცხადო“, - განაცხადა რობერტა მეცოლამ.

 

 

big_banner
არქივი