logo_geo
ვლადიმირ პუტინი: ზოგიერთი ქვეყანა ცდილობს, გააკონტროლოს გლობალური პროცესები საკუთარი შეხედულებისამებრ, ერთი ქვეყნის დომინირება საშიშია და სისტემურ რისკებს ქმნის
- +

30 ივნისი. 2022. 14:37

 

 

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, „რუსეთის სამხედრო ისტორიული საზოგადოების“ შექმნის 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონგრესის მონაწილეებს განცხადებით მიმართა.

 

პუტინმა აღნიშნა, რომ РВИО აერთიანებს მათ, ვისაც გულწრფელად უყვარს სამშობლო, ამაყობენ თავიანთი წინაპრების გამარჯვებებით და მიღწევებით.

 

განცხადებაში, ასევე, აღნიშნულია, რომ „მსოფლიოში არ უნდა იყოს დისკრიმინაცია ქვეყნებს შორის, რუსეთის ფედერაცია მხარს უჭერს სუვერენულ თანასწორობას... ზოგიერთი ქვეყანა ცდილობს, გააკონტროლოს და წარმართოს გლობალური პროცესები საკუთარი შეხედულებისამებრ და საკუთარი წესებით. ერთი ქვეყნის დომინირება საშიშია და სისტემურ რისკებს ქმნის“.

 

 

big_banner
არქივი