logo_geo
აშშ-ში დატბორილი სახლის სახურავზე გოგონა ძაღლთან ერთად 5 საათი დახმარებას ელოდა
- +

31 ივლისი. 2022. 13:49

 

 

აშშ-ში, კენტუკის შტატში წყალდიდობაა. მსოფლიო მედიის ყურადღება 17 წლის გოგონას - ქლოი ადამსის ფოტომ მიიპყრო, რომელზეც ის საკუთარ ოთხფეხა მეგობართან ერთად ჩანს, - წერს CNN.

 

როგორც გოგონა ჰყვება, სახლში ძაღლთან ერთად იყო, როდესაც გაიღვიძა და უჩვეულო სურათი ნახა - სააბაზანოს სანიაღვრედან და სამზარეულოს ფილებიდან წყლის ძლიერი ნაკადი მოდიოდა.

 

911 ზარებით იყო გადატვირთული. ამიტომ, გოგომ გადაწყვიტა, თავად ეზრუნა უსაფრთხოებაზე. როგორც თავად იხსენებს, ძაღლი წყალში საცდელად ჩასვა, რათა ენახა, შეძლებდა თუ არა მასთან ერთად ცურვას, მაგრამ შეშინებულმა ცხოველმა ეს ვერ შეძლო.

 

გოგონამ ის ჯერ პლასტმასის დიდ კონტეინერში ჩასვა, რათა არ დასველებულიყო, კონტეინერი კი ბალიშზე დაამაგრა, რომ წყალში არ ჩაძირულიყო. გოგომ სიფრთხილე გამოიჩინა და ძაღლთან ერთად გარეთ არ გავიდა. უბრალოდ, დაელოდა, ვიდრე წყლის დონე სხვენამდე აიწეოდა, საიდანაც, სახურავზე ასვლას შეძლებდა.

 

საბოლოოდ, ორივეს გაუმართლა და წყლის დონე ზუსტად მათი სახლის სახურავთან გაჩერდა.

 

გოგონა და ძაღლი სამაშველოს დაახლოებით 5 საათი ელოდნენ. საბოლოოდ, მეზობლად მცხოვრებმა ბიძაშვილმა სახურავამდე ნავით მიცურა და ისინი საკუთარი სახლის მეორე, დაუტბორავ სართულამდე მიიყვანა.

 

 

big_banner
არქივი