logo_geo
„ეს არ არის კატასტროფა, არც ტაბუ“ - რომის პაპი მის შესაძლო გადადგომაზე განმარტებას აკეთებს
- +

31 ივლისი. 2022. 20:10

 

 

 

რომის პაპის ფრანცისკეს განცხადებით, გადადგება იმ შემთხვევაში თუ ჯანმრთელობის მდგომარეობა დაკისრებული მოვალეობის სათანადოდ შესრულების შესაძლებლობას არ მისცემს. ამის შესახებ მან კანადაში ვიზიტის დასასრულს განაცხადა, სადაც კანადელ ხალხს ბოდიში მოუხადა. წერს „ბიბისი“.

 

85 წლის პონტიფიკმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე არ აპირებს გადადგომას და ის თავის საქმიანობას შეასრულებს.

 

„პაპის შეცვლა არ არის კატასტროფა, ეს არ არის ტაბუ, კარი არის ღია (პენსიაზე გასვლა). ეს ნორმალური შესაძლებლობაა, მაგრამ ამ შესაძლებლობაზე არ მიფიქრია. ეს არ ნიშნავს იმას, რომ 2 დღეში შეიძლება ამაზე ფიქრი დავიწყო“, - აცხადებს პაპი.

 

პონტიფიკოსს მუხლზე ტკივილები აწუხებს, რაც მის გადაადგილებაზე აისახა. კანადაში ვიზიტის დროს რომის პაპი ეტლით გადაადგილდებოდა.

 

 

big_banner
არქივი