ავღანეთის პოლიციის ცნობით, ქვეყნის დედაქალაქ ქაბულში, შიიტურ საცხოვრებელ უბანში განხორციელებულ აფეთქებას სულ მცირე 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 18 ადამიანი კი დაიჭრა. მომხდარზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.
ადგილობრივი პოლიციის პრესსპიკერის თქმით, აფეთქება ხალხმრავალ ადგილას მოხდა.