უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა მზად არის რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის, თუმცა არა ვლადიმირ პუტინთან.
„უკრაინა იყო და რჩება ლიდერად მოლაპარაკებების ძალისხმევაში. ჩვენი სახელმწიფო ყოველთვის სთავაზობდა რუსეთს შეთანხმებას თანაცხოვრებაზე თანაბარი, პატიოსანი, ღირსეული და სამართლიანი პირობებით. ცხადია, რუსეთის პრეზიდენტთან [ვლადიმნირ ეს შეუძლებელია. მან არ იცის რა არის ღირსება და პატიოსნება. ამიტომ, ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის რუსეთთან, მაგრამ რუსეთის სხვა პრეზიდენტთან“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.