ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი გაიდაიმ განაცხადა, რომ ლუგანსკის ოლქის დეოკუპაცია დაიწყო.
„რამდენიმე დასახლებული პუნქტი უკვე გათავისუფლდა რუსული არმიისგან, რუსი ოკუპანტებისგან“, - განაცხადა გაიდაიმ.
ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მოქალაქეებს მოუწოდა, ოფიციალური ინფორმაციის მიღებამდე გათავისუფლებულ ტერიტორიებზე არ დაბრუნდნენ, რადგან აუცილებელია დანაღმული ტერიტორიების გაწმენდა.