logo_geo
ზელენსკი: უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაახლოებით 40% სერიოზულად დაზიანებულია
- +

2 ნოემბერი. 2022. 00:06

 

 

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისართან, კადრი სიმსონთან შეხვედრაზე უკრაინის ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად შემდგომი ნაბიჯები განიხილა.

 

ზელენსკიმ ევროკომისარს აცნობა რუსეთის მიერ ენერგეტიკული ტერორიზმის შედეგების შესახებ, რომელმაც უკვე სერიოზულად დააზიანა უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაახლოებით 40%.

 

„სამწუხაროდ, ჩვენს ენერგოსისტემაზე რუსეთის სარაკეტო დარტყმების გამო, ჩვენ ეს პროცესი შევაჩერეთ. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერს აღვადგენთ და უფრო მშვიდ დროში, როდესაც ჩვენს ენერგოსისტემაში მდგომარეობა დასტაბილურდება, ჩვენ გავაგრძელებთ ელექტროენერგიის ექსპორტს ევროპაში“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

 

ზელენსკიმ ასევე ყურადღება გაამახვილა უკრაინის ეკონომიკის, კერძოდ, ენერგეტიკის სექტორის მხარდასაჭერად პლატფორმის შექმნის მიზანშეწონილობაზე.

 

 

big_banner
არქივი