logo_geo
ანტონიო გუტერეში მარცვლეულის ექსპორტის შეთამხმებაში რუსეთის დაბრუნებას მიესალმება
- +

3 ნოემბერი. 2022. 00:55

 

 

გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში რუსეთის მარცვლეულის ექსპორტის შეთამხმებაში დაბრუნებას მიესალმება.

 

„გენერალური მდივანი განაგრძობს ჩართულობას ყველა აქტორთან ინიციატივის განახლებისა და სრულყოფილად განხორციელების მიმართულებით და ასევე მხარს უჭერს მოიხსნას დარჩენილი დაბრკოლებები რუსული სურსათისა და სასუქის ექსპორტისთვის“, - განაცხადა გაეროს გენერალური მდივნის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

 

დღეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ რუსეთი მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმებაში მონაწილეობას განაახლებს.

 

რუსეთის თავდაცვის უწყებაში აღნიშნეს, რომ გაეროსა და თურქეთის წყალობით, რუსეთმა მიიღო უკრაინისგან საჭირო წერილობითი გარანტიები, რომ უკრაინის ჰუმანიტარული დერეფანი და პორტები არ იქნება გამოყენებული რუსეთის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციების განსახორციელებლად.

 

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმებიდან გასვლის უფლებას იტოვებს.

 

 

big_banner
არქივი