logo_geo
ნეპალის ციხიდან ცნობილი სერიული მკვლელი ჩარლზ სობრაჯი, მეტსახელად „გველი“ გათავისუფლდა
- +

24 დეკემბერი. 2022. 14:12

 

 

ნეპალის ციხიდან ცნობილი სერიული მკვლელი ჩარლზ სობრაჯი, მეტსახელად „გველი“ გათავისუფლდა. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, სობრაჯი ნეპალიდან საფრანგეთში იქნება დეპორტირებული.

 

სობრაჯმა 1972-1976 წელს მომხდარი 12 მკვლელობა აღიარა, თუმცა მის სახელს კიდევ ათობით მკვლელობას უკავშირებენ. 78 წლის ჩარლზ სობრაჯი ნეპალში 1975 წელს ორი ტურისტის მკვლელობისთვის უვადო სასჯელს იხდიდა, თუმცა სასამართლომ, პატიმრის ჯანმრთელობისა და ასაკის გათვალისწინებით, მისი გათავისუფლება გადაწყვიტა. რამდენიმე წლის წინ სობრაჯს გულზე ოპერაცია ჩაუტარდა და ახლა მას კიდევ ერთი ოპერაცია სჭირდება.

 

ვიეტნამის ქალაქ საიგონში, ფრანგული ადმინისტრაციის მმართველობის პირობებში დაბადებული სობრაჯი პირველად 1963 წელს პარიზში ყაჩაღობისთვის დააკავეს, რის შემდეგაც მას დანაშაულის ჩადენას საფრანგეთში, საბერძნეთში, თურქეთში, ირანში, ავღანეთში, პაკისტანში, ნეპალში, ინდოეთში, ტაილანდსა და მალაიზიაში ედავებოდნენ. სობრაჯმა რამდენიმე ქვეყანაში ციხიდან გაქცევა შეძლო, რის გამოც მას მეტსახელად „გველი“ შეარქვეს.

 

 

big_banner
არქივი