logo_geo
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსეთმა უკრაინის ქალაქების მასშტაბური სარაკეტო დაბომბვა დაიწყო, აფეთქებების ხმა ისმის კიევშიც
- +

29 დეკემბერი. 2022. 12:08

 

 

რუსეთმა უკრაინის ქალაქების მასშტაბური სარაკეტო დაბომბვა დაიწყო, კიევში აფეთქებების ხმა ისმის. ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

უკრაინის არმიის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსეთი უკრაინას სხვადასხვა მიმართულებიდან საჰაერო და საზღვაო ფრთოსანი რაკეტებით, სტრატეგიული თვითმფრინავებითა და გემებით უტევს.

 

განცხადების თანახმად, ასევე მაღალია რუსეთის ტაქტიკური ავიაციის აქტიურობა. ნიკოლაევის მუნიციპალური ხელმძღვანელების ინფორმაციით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ შავი ზღვის თავზე რუსეთის მიერ ნასროლი ხუთი რაკეტა ჩამოაგდო.

 

უკრაინული მედია იუწყება, რომ რუსული რაკეტები სუმის ოლქშიც ჩამოაგდეს. უკრაინული მედიის ცნობით, აფეთქებების ხმა ისმის ლვოვსა და პოლტავის ოლქში. ვრცელდება ინფორმაცია, რომ იბომბება ქალაქი ხარკოვი.

 

 

big_banner
არქივი