logo_geo
ბოსფორის სრუტის ქვეშ სამსართულიან გვირაბს გაიყვანენ
- +

8 მაისი. 2023. 17:21

 

 

ბოსფორის სრუტის ქვეშ სამსართულიან გვირაბს გაიყვანენ. აღნიშნული გვირაბი თურქეთის უდიდესი მეგაპოლისის ევროპულ და აზიურ ნაწილებს დააკავშირებს. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სტამბოლში გამართულ წინასაარჩევნო შეხვედრაზე განაცხადა.

 

„ჩვენ ახლა დიდი სტამბოლის გვირაბის პროექტს ვახორციელებთ. ეს იქნება მესამე გვირაბი, რომელიც გაივლის ბოსფორის ქვეშ, მარმარიასა და ევრაზიის გვირაბების შემდეგ“, – განაცხადა ერდოღანმა.

 

მისივე თქმით, აღნიშნული პროექტის წყალობით, სტამბოლის სატრანსპორტო სისტემაში სარკინიგზო ტრანსპორტის 11 სხვადასხვა ხაზი დაუკავშირდება ერთმანეთს, რომლითაც ყოველდღიურად 6.5 მილიონი მოქალაქე ისარგებლებს.

 

გეგმის მიხედვით, აღნიშნული გვირაბი სამსართულიანი იქნება, აქამდე მსოფლიოში მსგავსი პროექტი არ განხორციელებულა.

 

 

big_banner
არქივი