logo_geo
მაია სანდუ: გაზაფხულზე რუსეთმა მოლდოვაში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა სცადა
- +

20 მაისი. 2023. 10:06

 

 

მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს განცხადებით, გაზაფხულზე რუსეთმა მოლდოვაში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა და ხელისუფლებაში პრორუსი ძალების მოყვანა სცადა.

 

„ხელისუფლების დამხობის გეგმები იყო, თუმცა ჩავარდა, მათ შორის იმიტომ, რომ საკმარისი ინფორმაცია გვქონდა და ჩვენმა სამართალდამცავმა ორგანოებმა კარგად იმუშავეს“, - განაცხადა სანდუმ.

 

ამასთანავე, სანდუ დარწმუნებულია, რომ კრემლს ახალი მცდელობა ექნება.

 

„თუმცა ამის შესახებ კონკრეტული ინფორმაცია არ მაქვს. იქნენა ახალი მცდელობები, ვინაიდან კრემლის გეგმები ნათელია - კიშინიოვში არსებული ხელისუფლების პრორუსულით ჩანაცვლება და მოლდოვის გამოყენება უკრაინის წინააღმდეგ ომში“, - განაცხადა მოლდოვის პრეზიდენტმა.

 

 

big_banner
არქივი