logo_geo
ესპანეთში, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ივლისში გაიმართება
- +

30 მაისი. 2023. 00:57

ესპანეთში, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ივლისში გაიმართება. ამის შესახებ ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა განაცხადა.

აღნიშნული გადაწყვეტილება პედრო სანჩესმა ადგილობრივ არჩევნებში მისი პარტიის დამარცხების შემდეგ მიიღო.

მე მივიღე გადაწყვეტილება გუშინდელი [ადგილობრივი] არჩევნების შედეგების განხილვის შემდეგ“, - აღნიშნა ესპანეთის მთავრობის მეთაურმა.

მიუხედავად იმისა, რომ გუშინდელ არჩევნებს ჰქონდა ადგილობრივი და რეგიონული მასშტაბი, კენჭისყრის მნიშვნელობა გადმოსცემს გზავნილს, რომელიც სცილდება ამას“, - დასძინა მან.

big_banner
არქივი