დღეს ლივერპულში ჩემპიონთა ლიგის პირველი ნახევაფინალური წყვილის გუნდებს შორის განმეორებითი შეხვედრა გაიმართა.
ერთი კვირის წინ ბარსელონაში, „კამპ ნოუ“-ზე განცდილი უმძიმესი მარცხის (0:3 ) შემდეგ ყველა ფიქრობდა, რომ „ლივერპულის“ მიერ მეორე მატჩის სასურველი ანგარიშით მოგება სასწაულის ტოლფასი იქნებოდა.
და ეს სასწაული მოხდა! „ლივერპულმა“ „ბარსელონას“ წარმოუდგენელი სირცხვილი აჭამა და 4:0 დაამარცხა!
„ბარსელონას“ განადგურებას საფუძველი კენიური წარმოშობის ბელგიელმა ფეხბურთელმა დივოკ ორიგმა ძჩაუყარა, მან მე-7 წუთზე გახსნა ანგარიში. 54-ე და 56-ე წუთებზე ნიდერლანდელმა ემილ ვეინალდუმმა აიღო „ბარსელონას“ კარი, 79-ე წუთზე კი ისე დივოკ ორიგმა გაიტანა გოლი და სასურველი ანგარიში დააფიქსირა.