გიორგი მიქაუტაძემ „ლიონის“ ყოფილ მწვრთნელს მადლობა გადაუხადა
გიორგი მიქაუტაძემ „ლიონის“ ყოფილ მთავარ მწვრთნელს, პიერ საჟს მადლობა გადაუხადა. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი მას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით დაემშვიდობა.
„ნამდვილი ენთუზიასტი, რომელიც ახლოს იყო მოთამაშეებთან, არასოდეს გვატყუებდა და თავდაუზოგავად მუშაობდა „ლიონს“ წარმატებისთვის რომ მიეღწია. მადლობა ყველაფრისთვის“, – დაწერა მიქაუტაძემ და ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ გუნდის ყოფილ მწვრთნელთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა.
ეს ვიდეო ერთ-ერთი შეხვედრის შემდეგაა გადაღებული, სადაც საკამათო გახდა, ითამაშა თუ არა საგოლე ეპიზოდში ქართველმა თავდამსხმელამ ხელით. პიერ საჟი მიქაუტაძეს სწორედ ამას ეკითხება – „გიორგი, იყო თუ არა ხელი?“.
„ლიონმა“ პიერ საჟი მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნიდან 14 თვის შემდეგ არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო გაათავისუფლა. მის შემცვლელად პორტუგალიელი სპეციალისტი პაულო ფონსეკა სახელდება, რომელიც ბოლოს „მილანს“ წვრთნიდა.