top_leaderboard

BBC: პაკისტანის არმიამ გატაცებული მატარებლიდან 300 მძევალი გაათავისუფლა

პაკისტანის არმიამ გატაცებული მატარებლიდან 300 მძევალი გაათავისუფლა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, სპეცოპერაციის დროს 33 შეიარაღებული მებრძოლი მოკლეს. შეტაკებისას ასევე დაიღუპა 21 მშვიდობიანი მოქალაქე და 4 ჯარისკაცი.

გატაცებულ სამგზავრო მატარებელში 450 ადამიანი, მათ შორის, უსაფრთხოების ძალების 100 თანამშრომელი იმყოფებოდა.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ორგანიზაციამ „ბელუჯისტანის გათავისუფლების არმიამ“ აიღო.

ასევე იხილეთ